სამი ქართული ასვლა Piolets d’Or-ის 2026 წლის გრძელ სიაში

სამი ქართული ასვლა Piolets d’Or-ის 2026 წლის გრძელ სიაში

Piolets d’Or-ის („მსოფლიო ოქროს წერაყინის“) 2026 წლის გრძელ სიაში სამი ქართული ასვლა მოხვდა:

  • Koh-e Langar (7,134 მ, ED+ ) – გიორგი ტეფნაძე, ბაქარ გელაშვილი (პირველასვლა პაკისტანის მხრიდან)
  • Languta-e-Barfi (6,833 მ) – გიორგი ტეფნაძე, ბაქარ გელაშვილი (ახალი გზა)
  • არჩილის პიკი – გიორგი ტეფნაძე, ბაქარ გელაშვილი, თემურ ქურდიანი, ვახო ბლაგიძე და თორნიკე ტეფნაძე (პირველასვლა)

Piolets d’Or ალპინიზმის უმაღლესი საერთაშორისო აღიარებაა. მისი გრძელი სია – ე.წ. Big List – აერთიანებს წლის გამორჩეულ ასვლებს მსოფლიოს სხვადასხვა მთიან რეგიონში. შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ მიღწეულ მწვერვალს, არამედ ასვლის სტილს, ტექნიკურ სირთულეს, ავტონომიურობას, ინოვაციურობასა და კვლევით სულისკვეთებას.

განსაკუთრებულად აღსანიშნია პაკისტანის მხრიდან პირველასვლა მწვერვალ Koh-e Langar-ზე , რომელიც გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა ჰინდი-კუშში გაიარეს. მარშრუტი მათი მეწყვილისა და ძმის, არჩილ ბადრიაშვილის მიერ იყო დაგეგმილი. სუფთა ალპური სტილით, მაღალი ტექნიკური სირთულითა და განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ხარისხით შესრულებული მარშრუტი ქართული ალპინიზმის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ასვლად იწერება და თანამედროვე მსოფლიო ალპინიზმის მნიშვნელოვან მიღწევებს შორის ღირსეულ ადგილს იკავებს.

ეს სამი ტექნიკურად ურთულესი ასვლა და გიორგი ტეფნაძისა და ბაქარ გელაშვილის მიერ პაკისტანში განხორციელებული კიდევ ერთი პირველასვლა აქამდე აუსვლელ მწვერვალზე – მუტრიჩილი (Mutrichili Zom, 6,127 მ) – აგრძელებს ქართული მთამსვლელობის ისტორიას და საქართველოს სახელს კვლავ ღირსეულად წარმოაჩენს მსოფლიო ალპინიზმში.

ეს გიორგი ტეფნაძისთვის მსოფლიო „ოქროს წერაყინზე“ მერვე, ხოლო ბაქარ გელაშვილისთვის მეექვსე ნომინაციაა. Piolets d’Or-ის შერჩევაში ამდენჯერ მოხვედრა განსაკუთრებული მიღწევაა – მაღალი დონის, თანმიმდევრული ალპინიზმისა და წლების განმავლობაში მსოფლიო მასშტაბის ასვლების განხორციელების დასტური. ასეთი მრავალჯერადი აღიარება საერთაშორისო ალპინიზმშიც იშვიათი და გამორჩეული შემთხვევაა.

ქართველმა სამეულმა – არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა – ქართული მთამსვლელობა თანამედროვე მსოფლიო ალპინიზმის უმაღლეს დონეზე გაიყვანა. მათ მიერ შექმნილი ძლიერი იმპულსი არჩილის წასვლის შემდეგაც გრძელდება – ახალი მარშრუტებით, პირველასვლებითა და საერთაშორისო აღიარებით.

მადლობა ქართველ მთამსვლელებს!  ბევრი გამარჯვება და შინ მშვიდობით დაბრუნება!

https://pioletsdor.net/…/2025-significant-first-ascents

ფოტოები

x

tell me more

Enter your details below and learn about all the perks you get by using Xtrail Explorer.

Or call us for more info:

x