ახალგაზრდული სასწავლო ბანაკი იტალიის ქალაქ მასო კორტოში
უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდა სკიმო ათლეტებისთვის და მწვრთნელებისთვის.
ISMF (საერთაშორისო სათხილამურო აპლინიზმის ფედერაცია) ოლიმპიურ სოლიდარობის ფონდთან თანამშრომლობით, 2025 წლის 13-19 დეკემბერს, გეგმავს სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის ახალგაზრდული სასწავლო ბანაკის/შეკრების ჩატარებას იტალიის ქალაქ მასო კორტოში.
ორ სპორტსმენს (1 ქალი და 1 მამაკაცი) და ერთ მწვრთნელს გეძლევათ შესაძლებლობა, საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის სახელით, მონაწილეობა მიიღოთ ბანაკში.
ახალგაზრდა სპორტსმენები უნდა იყვნენ 2003-2009 წლებში დაბადებულნი და ჰქონდეთ სკიმო/სკიტურის გამოცდილება, ასევე უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას. მწვრთნელისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა.
▫️ ბანაკში მონაწილე სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის სავალდებულოა საკუთარი სკიტურის, საზვავე უსაფრთხოებისა და მთის აღჭურვილობა.
▫️ შერჩეულ მონაწილეებს დაუფინანსდებათ შემდეგი ხარჯები:
- თვითმფრინავის ორმხრივი ბილეთი
- ტრანსფერი მილანის აეროპორტიდან მასო კორტომდე, განთავსება და კვება
- ბანაკის პერიოდში სასწავლო ობიექტებზე წვდომა და სათხილამურო ბილეთები
დაინტერესებულმა პირებმა თქვენს შესახებ ინფორმაცია 25 ოქტომბრის ჩათვლით გადმოგვიგზავნეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე info@ufgm.ge, მონაწილეთა შერჩევა და მათთან დაკავშირება მოხდება მთამსვლელთა ფედერაციის მიერ