ალპინიადა 2025
საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციისა და გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბის ორგანიზებით 29.06 – 06.07 პერიოდში ჭაუხში სამთო-სათავგადასავლო ბანაკი – ალპინიადა გაიმართა, რომლის მიზანი ჯანმრთელი ცხოვრების წესის, მთის სიყვარულის, ბუნების პატივისცემისა და მთაზე ასვლის უნარების სწავლა და მთამსვლელობის პოპულარიზაციაა. ღონისძიებას გ. ნიკოლაძის სახელობის ალპინისტური კლუბის ვიცე პრეზიდენტი ოთარ თათარაშვილი ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად ალპინიადის ინსტრუქტორები იყვნენ: გიორგი მაჭარაშვილი, ბაბუა ალუდაური, გიორგი მახარაძე, ნიკოლოზ თეთრაშვილი, შალვა თეთრაშვილი და ნინო (ნუცა)
სავარჯიშო-საწვრთნელი შეკრება ჭაუხში
6 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ფედერაციის ორგანიზებით ჭაუხში მთამსვლელთა ორნაკადიანი სავარჯიშო-საწვრთნელი შეკრება გაიმართა, სადაც ჯამში სხვა და სხვა სირთულის 31 ასვლა განხორციელდა მწვერვალებზე. ღონისძიებას ბიძინა გუჯაბიძე ხელმძღვანელობდა და მასთან ერთად შეკრებების ინსტრუქტორები იყვნენ ლაშა გაბრიჩიძე და ცოტნე ცაავა. შეკრებებმა მოიცვა კლდეზე ცოცვის, თოკთან მუშაობის, სადგურებისა და დაცვების, ასევე, თოვლზე ვარჯიშები. მონაწილეები : ზურაბ ქუქიშვილი, რევაზ ბერიტაშვილი, ნიკოლოზ რაზმაძე, თორნიკე რაქვიაშვილი, ნიკოლოზ კაკულია, სოლომონ შაქარაშვილი, მედეა კენკებაშვილი, ალექსანდრა ნათელაშვილი,