სწავლება ჭიათურაში
საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის მთამსვლელთა სკოლის პროგრამის ფარგლებში 2025 წლის მაისში ჩატარდა სწავლება ჭიათურაში, კაცხის საცოც რეგიონში. სწავლება მიმდინარეობდა 5 დღის განმავლობაში. სპორტული და გარდამავალი ეტაპის კატეგორიის სწავლებაში მონაწილეობდა 13 სპორტსმენი. თითოეულმა პრაქტიკა გაიარა შემდეგ დისციპლინებში : სპორტული ცოცვა ( უსაფრთხოება, დაცვაზე დგომა, "მოწყვეტის" სპეციფიკა); თოკთან "მუშაობა" და გადაადგილება (მიღება-გაშვება; დაშვების ტექნიკა); კლდის სამაშველო - დაშავებულის ამოყვანა/ დაშვება კლდოვან რელიეფზე; სამთო აღჭურვილობის და დაცვის სახეობების გაცნობა და " მუშაობის" სპეციფიკა; ‘დრაითულინგის’